Tuesday, October 25, 2016

ი.ჩარკვიანი

ისტორია Mefe.jpg




ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან“ ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი „ტაქსი“, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანიბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის „ტაქსი“ (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ.
„ტაქსის“ წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისშილ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები.
ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Children's Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Daira (1997) — პროექტი, რომელიც ლივერპულშიმოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი.
ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.
1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისთვის ორფეოსის სიკვდილი.
1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი აფრენ1999 წელს გამოჩნდა სიმღერა „საქართველო“, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა „უსაფრთხოება“. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი ამო გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი“ და „ორგანი'78“ (აგრეთვე გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეოები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე).
2004 წელს გამოჩნდა ალბომი სავსე, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით — შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია.
2006 24 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა „33ა“, „მწვანე ოთახმა“, „Outsider“, „ვაკის პარკმა“, „The Young Georgian Lolitaz“, „ზუმბა“ და სხვა შემსრულებლებმა. დისკს ქაღალდის გემი - Tribute ალბომი ეწოდება.
მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე“. შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, თეთრი ღმერთი.
ირაკლი ჩარკვიანი აქტიურად მოღვაწეობდა პოეზიაშიც. გამომცემლობა ინტელექტმა მისი გარდაცვალების შემდეგ მოიძია ლექსები და გამოსცა კრებული "მეფე ირაკლის ლექსები" (2008, 2011). ირაკლი ჩარკვიანი არის რამდენიმე მოთხრობისა და ერთი რომანის, "მშვიდი ცურვის" ავტორი(გამოქვეყნდა 2006 წელს). მისმა რომანმა 2014 წელს გაიმარჯვა ქართულ ლიტერატურულ მარათონში – "ჩემი წიგნი", რომელშიც ხმების რაოდენობით გადაუსწრო ისეთ წიგნებს როგორიცაა: მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები", გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი", თომას მანის "ჯადოსნური მთა", ფიოდორ დოსტოევსკის "იდიოტი"..









Ramsstein

ტილ ლიდერმანი მთავარი სოლისტი 
ტილ ლინდემანი დაიბადა ლაიფციგშიგდრ. მისი მამა, მხატვარიმწერალი და პოეტი ვერნერ ლინდემანი, 40 წიგნზე მეტის ავტორია, ქალაქ როსტოკში მის პატივსაცემად ერთ-ერთი სკოლა მისი სახელობისაა.[1]დედა, ბრიჯიტ ჰილდეგარდ ლინდემანი, ჟურნალისტად მუშაობდა პენსიაში გასვლამდე. ტილს მამასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ვერნერი თავის წიგნში „მაიკ ოფდფილდი სავარძელში“ („Mike Oldfield im Schaukelstuhl“), როგორც დღიურში, ისე აღწერს კონფლიქტს თავის 19 წლის შვილთან (თუმცა, წიგნში მას ტიმი ჰქვია).
ბავშვობის წლები ტილმა სოფელ ვენდიშ-რამბოვში გაატარა შვერინის მახლობლად. 1975 წელს, როდესაც იგი 12 წლის იყო, ხოლო მისი და — ექვსის, მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ და დედა მეორედ გათხოვდა აშშ-ის მოქალაქეზე.[1]
11 წლის ასაკში ლინდემანი შევიდა როსტოკის სპორტულ კლუბში, ხოლო 1977—1980 წლებში სწავლობდა სკოლა-ინტერნატში. 1978 წელს ლინდემანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ახალგაზრდულ საცურაო ჩემპიონატში ფლორენციაში და შერჩეულ იქნა 1980 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, მაგრამ აქ მისი სპორტული კარიერა დამთავრდა. მან დატოვა სასტუმრო, სადაც მისი გუნდი იყო განლაგებული, და მის ნაცნობ გოგონასთან ერთად რომის დასათვალიერებლად გაემართა. ადრე ტილს არ ჰქონდა საზღვარგარეთ თავისუფლად გამგზავრების შესაძლებლობა. მეორე დღეს ლინდემანი დაბრუნდა სასტუმროში, მაგრამ უსიამოვნებები თავიდან ვერ აიცილა: იგი დაკითხეს შტაზის (გდრ-ის უსაფრთხოების სამსახური) აგენტებმა.
ვიკიციტატა„მაშინ მე დიდი უსიამოვნებები შემხვდა! მე დამიბარეს შტაზიში დამატებით დაკითხვებზე. ის, რაც მე ჩავიდინე, მათთვის დანაშაული იყო. იმ მომენტში მე პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ როგორ არათავისუფალ, ჯაშუშური სიტემით აღჭურვილ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მას შემდეგ მე ეჭვიც აღარ გამჩენია ამის თაობაზე…“
ტილმა ცურვა მხოლოდ ამიტომ არ მიატოვა: მთავარი მიზეზი მუცლის კუნთების ტრავმა გახდა, რომელიც მან ვარჯიშისას მიიღო.[1]
მისივე სიტყვებით, მას სპორტი სკოლის პერიოდში დიდად არასდროს ხიბლავდა. შემდეგ იგი მუშაობდა თანაშემწედ სადურგლოში, გალერეის ტექნიკოსად, ტორფის მჭრელად და კალათების ფეიქრად. 1981 წელს მან, როგორც ჩანს, უარი განაცხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მეთვრამეტე თვის მოხდაზე, რის გამოც კინაღამ ციხეში ჩასვეს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერნერს უნდოდა, რომ მისი შვილიც პოეტი გამოსულიყო, და, რეალურად, ასეც მოხდა: ტილ ლინდემანი არამარტო რამშტაინის ვოკალისტი და ტექსტების ავტორია; მას გამოცემული აქვს საკუთარი ლექსების კრებული „Messer“. იგი გამოვიდა 2002 წლის ნოემბერში და მოიცავს 54 ლექსს, რომელთაც თავი ერთად მოუყარა გერტ ჰოფმა, ავტორმა წიგნისა „რამშტაინი“ და ჯგუფის პიროდიზაინერმა.[2]
ტილ ლინდემანი ცოლს გაშორებულია. ჰყავს 2 ქალიშვილი: ნელე და მარი-ლოუისი. 2007 წელს უფროსმა ქალიშვლიმა ნელემ იმშობიარა, რის შედეგადაც ტილი ბაბუა გახდა. ტილის მამა გარდაიცვალა 1993 წელს, გავრცელებული ხმების მიხედვით, ალკოჰოლიზმისგან. თუ დავუჯერებთ იმავე წყაროს, ეს მოხდა ეკლესიაში. არსებობს ვარაუდები, რომ სიმღერა Heirate Mich რამშტაინის პირველი ალბომიდან ამ მოვლენას ეძღვნება.
2011 წლის 6 აპრილს გამოაშკარავდა, რომ ლინდემანს და მსახიობ სოფია თომალას რომანი აქვთ.[3][4]
ტილ ლინდემანი მოდური ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმის New Rock თანამფლობელია.